LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარტიამ არჩევნებზე შესაძლოა, ხმების 10 % მოაგროვოს, მეტი გაუჭირდება: ნიკა ჩიტაძე

125
gax chitadze

„გახარიას პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა. ის „ქართულ ოცნებას“ წაართმევს ამომრჩეველთა ნაწილს, მაგრამ ამავე დროს, პარტია „საქართველოსთვის“ ორიენტირებულია მერყევ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელსაც არ სურს, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა,“ -ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

ჩიტაძის განცხადებით, „ოცნებას“ ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 200 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე გვყავს საქართველოში და მათ ჰყავთ თვიანთი ახლობლები და ნათესავები, ეს ქართული რეალობისთვის ნაცნობია, როცა ვინმე გთხოვს, ვინმე – მისტერ იქსი, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მისცე.

„ნაციონალური მოძრაობასაც“ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც დაახლოებით 25 -27 %-ის ფარგლებში მერყეობს.

„ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს „პოლიტიკური ბაზარი“ აქვთ დაკავებული. თუმცა, გახარია ალბათ იმედოვნებს, რომ მისი რეიტინგი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ამაღლდა და მან თავისი თავი წარმოაჩინა როგორც ძლიერი პოლიტიკოსი.”

რა შანსები აქვს გახარიას და ვისთან არის ის ასოცირებული, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რელევატურია საუბრები იმის შესახებ, რომ კავშირი არსებობდა გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და ამბობდნენ იმასაც, რომ ის ივანიშვილის პროექტია.

“შესაძლებელია, ის იყოს ივანიშვილის პროექტი. თუ გახსოვთ, ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა- განაცხადა, რომ მოვა სხვა პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში და რომ მუდმივად ვერ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ბუნებრივია, ივანიშვილი არ გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ივანიშვილს აწყობს ამ შემთხვევაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური მოძრაობა, ჩანაცვლდეს სხვა რომელიმე ოპოზიციური ძალით.

ახლა იმისთვის, რომ ეჭვები გაიფანტოს, ხდება ურთიერთკრიტიკა.

მეორე ვარიანტია, რომ გახარია არ თამაშობდეს ივანიშვილის თამაშს.

გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და ფაქტობრივად სახელმწიფოს პირველი პირი, ამავე დროს ის არ იყო დამოუკიდებელი. ის ასე თუ ისე დამოკიდებული იყო ივანიშვილზე.

შესაძლებელია, გახარიას აქვს ამბიცია, რომ კვლავ დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის რანგში, ოღონდ ისე, რომ ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. შეიძლება მან იფიქროს, რომ მას აქვს საკმარისი რეიტინგი, გახსოვთ, ფეისბუქზე მისი დამშვიდობების პოსტი რომ დაიდო, რამდენი მოწონება ჰქონდა.

პარლამენტში 6-მა აადმიანმა დატოვა „ქართული ოცნება“ და შეუერთდა გახარიას გუნდს. ყოველდღიურად სხვადასხვა პოლიტიკოსები, თუ თვითმმარველობებიდან წარმომადგენლები უერთდებიან მის პარტიას. ვფიქრობ, მან შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 10%  მოაგროვოს – მეტი- გაუჭირდება“. – ამბობს ნიკა ჩიტაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

 

 

magti 5g