“გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება იქნება ბაზა, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი”,-ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნდების შესახებ.
გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატები აფასებენ
როგორც მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა, თეორიულად გიორგი გახარიას, კახა კალაძესა და გიორგი კვირიკაშვილს შეუძლიათ ერთობლივად შექმნან ახალი ძალა, რომელიც იქნება მესამე პოლიტიკური ცენტრი.
“საინტერესო იყო გახარიას განცხადება. თუ გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთობლივად შექმნიან პოლიტიკურ ძალას, ის იქნება ბაზა, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
რაც შეეხება პარტიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტიათა ბლოკი უნდა გაკეთდეს, რომელიც გახდება ბაზა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნისა, მე ამ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ პერსპექტივა და ვითარება, რაც არსებობს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, ასეთი რანგის ბაზის გაკეთებას საეჭვოს ხდის.
უკვე 4-5 თვეა არჩევნების შემდეგ, რაც ოპოზიცია ფაქტობრივად ერთიან ჯგუფად ჩამოყალიბდა. დღეს ოპოზიციურ სპექტრში, იმ ნაწილში რომელიც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რა ტაქტიკით და სტრატეგიით უნდა იმოქმედოს, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი სააკაშვილი წყვეტს და ასეთ ვითარებაში როგორ აპირებენ გამოყოფას ამ საერთო მასიდან და ახალებური ბაზის შექმნას ცოტა მიკვირს. ეს საკმაოდ რთული მისაღწევი იქნება იმ ფონზე, რომ ფაქტიურად ისევ ერთობლივ განცხადებას აანონსებენ, რომ 15 მაისს საერთო დიდი ეროვნული მიტინგი იგეგმება. მეეჭვება, რომ დღეს უკვე დაგვიანებულია ამ ნაბიჯის გადადგმა მათთვის”,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.