LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატები აფასებენ

114
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველას აქვს პოლიტიკაში ჩართვის უფლება.

ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ნებისმიერი ახალი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აქტიურ პოლიტიკურ ჯგუფში, ეს მხოლოდ წინ წაწევს ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს.

“მე მივესალმები ნებისმიერი ფორმით ოპოზიციური სპექტრის გაფართოებას, რადგან დღეს ძალიან კარგად და შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა, რომ საზოგადოებაში სერიოზული დეფიციტია ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გამოჩენის. ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი გახარიას. ნებისმიერი ახალი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აქტიურ პოლიტიკურ ჯგუფში, ეს მხოლოდ წინ წაწევს ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ეწევა დესტრუქციას, არ შემოდის პარლამენტში და არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რაც მათ დააკისრა ჩვენმა საზოგადოებამ არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაჩნდა ჯანსაღი ოპოზიციის დეფიციტი ამიტომ, მე მხოლოდ შემიძლია შევაფასო, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის”,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნების” დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, თუ გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობის სხვა ფორმით განხორციელებას აპირებს, ამის თაობაზე უმრავლესობას ექნება ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, განცხადების გაკეთება.

“ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა იმ გეგმების თაობაზე ვისაუბრო, რომელიც შეიძლება გიორგი გახარიას ჰქონდეს, რომლის თაობაზეც ჩემთვის არაფერია ცნობილი. შესაბამისად, ალბათ, ეს კითხვები მას უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, მე არ მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ვინმე ვინმესთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ინფორმაცია არ მომეპოვება და ვერ ვისაუბრებ ამაზე. თუ გახარია აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება ინფორმაცია და ამის მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები და განცხადებები. წინასწარ ამაზე პროგნოზების გაკეთება არა მგონია აუცილებელი იყოს” , – განაცხადა სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, “ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პარტია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს”.

მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანის განცხადებით კი თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის “ქართული ოცნების” კონკურენტი იქნება, რადგან პარტიიდან წასულია.

“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”,- აღნიშნა დავითულიანმა.

გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი: ელისო ბოლქვაძე

შეგახსენებთ, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია

ვიდეო: მეც მომენატრეთ – გიორგი გახარია ჟურნალისტებს

პოპულალურები