“ქართული ოცნების” დეპუტატის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია “ქვეყნის პატრიოტია”, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს.
მისი განცხადებით, “ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა პარტიაა, ამიტომ დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება”.
„ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.
“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია
ვიდეო: მეც მომენატრეთ – გიორგი გახარია ჟურნალისტებს