ორლანდოს ინსტიტუტის ფსიქოლოგებმა 3000-მდე ჯანმრთელი ქალი გამოიკვლიეს, რომლებსაც ზედმეტი წონა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად აქვთ ქცეული. ექსპერიმენტის თითოეული მონაწილე მუდმივად ზღუდავდა თავს კვების დროს, ვარჯიშობდა, პერიოდულად კი მკაცრ დიეტებსაც იცავდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, დაკლებული კილოგრამები კვლავ ბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგებმა თავისი დასკვნა გამოაქვეყნეს, 80% ერთი წლის განმავლობაში სასურველ ფორმაში ჩადგა.
ფსიქოლოგების აზრით, ჭარბი წონის მთავარი მიზეზია „საკვების კულტი“. ბავშვობიდან გვაჩვევენ, რომ „გემრიელი“ – ყოველდღიური საკვები არ არის, ეს არის იშვიათი და განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც ვღებულობთ: ახალ წელს, დაბადების დღეს, თუ ცუდად ხარ, თუ კარგად ისწავლი და ა.შ.
პირველი საშუალება მიზანს მიაღწიოთ – დაიწყეთ ჭამა ყველაზე გემრიელით. ნუ დაყოფთ საკვებს ყოველდღიურ და სადღესასწაულო კატეგორიებად.
ჩამოწერეთ ქაღალდზე მინიმუმ 10 საშუალება, რაც ბედნიერებას განიჭებთ: კინო, ახალი ტანსაცმელი, გასეირნება და ა.შ. – ყველაფერი საკვების გარდა. ყოველთვის, როცა მოწყენილი იქნები, შოკოლადის ჭამის ნაცვლად, გააკეთე ამ საშუალებებიდან ერთ-ერთი. ანუგეშე საკუთარი თავი სხვა გზით ან პირიქით, დააჯილდოვე საკუთარი თავი არა გემრიელი საკვებით, არამედ გართობის რომელიმე საშუალებით.
და პატარა რჩევა – ყველაზე უსიამოვნო მოთხოვნილება ტკბილის ან ცხიმიანის ჭამისა მაშინ ხდება, როდესაც გაბრაზებული ან ნაწყენი ხართ. ასე რომ ნუ მიუსხდებით მაგიდას მაშინ, როდესაც ვინმემ გაწყენინათ ან გაგაბრაზათ.

