LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახსოვს, რომ გითხარი დაგირეკავ-მეთქი? სახელოვნად რომ გავიმარჯვეთ, გილოცავ, რაც თქვენ იბრძოლეთ… ეგენი თავისით გაინადგურებენ თავს“ – ნინო წილოსანის ზარი მხარდამჭერთან

301
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერთან სატელეფონო საუბრის დროს არის გადაღებული.

როგორც ნინო წილოსანი ვიდეოს აღწერაში წერს, ადიგენში ვიზიტის დროს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს დაჰპირდა, რომ არჩევნებში სახელოვნად გამარჯვებას პირდადად მიულოცავდა.

სატელეფონო საუბარში უმრავლესობის დეპუტატი ამბობს:

„ფიქრია, გამარჯობა, როგორ ხარ? გილოცავ გამარჯვებას – ნინო ვარ წილოსანი, გახსოვს, რომ გითხარი, დაგირეკავ-მეთქი? სახელოვნად რომ გავიმარჯვეთ, გილოცავ… გენაცვალე… მადლობა და მიხარია, რომ ასეთი ერთიანობა, ასეთი დიდი მობილიზება იყო.

ყველას დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, რაც თქვენ იბრძოლეთ, ჩვენმა ამომრჩეველმა. წარმატებები, კიდევ გამარჯვებები და ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გვეკეთებინოს ერთად“, – ამბობს ნინო წილოსანი და მხარდამჭერის რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნავს: „ეგენი თავისით გაინადგურებენ თავს [ოპოზიცია]“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g