სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” „ბატას” მაღაზია გაიხსნა. ობიექტი სავაჭრო ცენტრის მე-3 სართულზე განთავსდა.
როგორც „გალერია თბილისში” აცხადებენ, ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნა ბრენდის 25 წლის იუბილეს დაემთხვა.
მაღაზია აერთიანებს ორი ბრენდის – „ბატას” და „ბამბინოს” პროდუქციას, მასში წარმოდგენილია: ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელები და აქსესუარები.