გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი, 56- ე შეხვედრა იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2016 წლის 19 მაისს, ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.
შეხვედრის შესახებ დამატებითი კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.