LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება

99

4 წლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გაეროსა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ქართულმა დელეგაციამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი შედიან.

შეხვედრაზე 19 მაისს ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტის განხილვა მოხდება.
ქართულმა დელეგაციამ ენგურის ხიდი უკომენტაროდ დატოვა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.