LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა

506
გალტ & თაგარტი

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, მომხმარებლებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებლებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა.

ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს, ახალი ფუნქციონალების დახმარებით, უკვე აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ დამატებით საფონდო ბირჟებზე აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად, უკეთ შეძლონ საკუთარი პორტფელის ეფექტიანად დივერსიფიცირება.

გარდა აღნიშნული სიახლისა, G&T Trader-ში უკვე ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი, როგორებიცაა: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX. ამით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფელი მრავალფეროვანი აქტივებით დააკომპლექტონ და მეტად მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღონ.

კიდევ ერთი ბენეფიტი, რომლითაც გალტ & თაგარტის მომხმარებლებს სარგებლობა შეუძლიათ, გახანგრძლივებული სავაჭრო საათებია, რადგან განახლების შედეგად, მომხმარებელი ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე ტრანზაქციების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას შეძლებს.

მორიგი სიახლეა ისიც, რომ პირველად G&T Trader-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე – წილადობრივი ობლიგაციები.

კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა პლატფორმის ინტერფეისი – სასურველი ფუნქციონალების საჭიროებისამებრ მორგება და ინტერფეისის გადაწყობა ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი.

პლატფორმას ბაზრის ტენდენციებზე დროულად რეაგირებისთვის დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები. G&T Trader-ის მეშვეობით ასევე შესაძლებელია აქციების გაფილტვრა ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით და სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება.

აქციების გრაფიკების ანალიზისთვის პლატფორმას ასევე დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტი – Trading View.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიასთან Global Trading Network პარტნიორობით. თითოეული ფუნქციონალი კი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის დამოუკიდებლად ვაჭრობის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებგვერდზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android); მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g