LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი – ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია“ – ირაკლი კობახიძე

167
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანობაში დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა მიიღო, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სხვაობა 43% აქვს.

საარჩევნო უბნების 99.65 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,09 პროცენტით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.58% აქვს

„ჩვენს საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და ეს იყო თავისი მნიშვნელობით 20121 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან მხოლოდ სხვაობა გვაქვს 43%. 5-ჯერ ჩამოგვრჩება მეორე ადგილზე გასული პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო.

„ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი. საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი მომავალი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით იდგა ყველაზე რთულ წუთებშიც. მოგეხსენებათ, არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი გააკეთა“, -განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g