ისტორიული მატჩი – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს.
მატჩის დასასრულს ბორჯღალოსნებთან ერთად გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იზეიმა.
ამ ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
“გამარჯვება რაოდენ ტკბილია! გილოცავთ ბიჭებო! გილოცავ საქართველო!” – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.