LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედიზედ მეშვიდედ – საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

270
Untitled design (7)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებელი ჯარიმებით მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული გარდასახვებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

მეტოქემ ერთადერთი ლელოს დადება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები