LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯვებული ნომინაციაში „წლის სტარტაპერი“ უკვე ცნობილია

72

ბიზნესდაჯილდოება 2017 -ის გამარჯვებული, ნომინაციაში „წლის სტარტაპერი“  უკვე ცნობილია. ”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” პროექტის ამ ნომინაციაში ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების ბრენდმა Hippie გაიმარჯვა.

როგორც ”თიბისიში” აცხადებენ, გამარჯვებული ხმების გადამოწმებით გამოვლინდა, რამდენად შეესაბამებოდა თითოეული დაგროვებული ხმა ”ფეისბუქის” რეალურ მომხმარებელს.

”ყველა მონაწილეს, რომელსაც დაუფიქსირდა ყალბი (fake) ხმების რაოდენობა, გაუნულდა შესაბამისი ოდენობით. ანალიზი  დამოუკიდებელმა კომპნიამ უზრუნველყო”, – აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

მათივე ცნობით, დღეს ბიზნესდაჯილდოება 2017-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომელიც სასტუმრო ”რედისონში”, 20:00 საათზე დაიწყება. რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g