LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს

136
გამარჯვებული საქართველო

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს. როგორც კოტე კემულარიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია და ეს პოლიტიკური რეპრესიებია.

“ივანიშვილს ოქრუაშვილი ეტყობა, ბოლო დროს ნერვებს უშლიდა. ივანიშვილს მივმართავ: სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ოქრუაშვილის დაჭერით. მის დაჭერაზე იქნება მსოფლიოს წამყვანი პრესის თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალიან მწვავე რეაქცია. ჩვენ უკვე ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს, ვიქნებით მობილიზებულები და ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დავდგეთ ერთად, რადგან აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია”, – განაცხადა კემულარიამ.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოქრუაშვილის დაკავება შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის.

“მეც ვიყავი დაკითხვაზე და ანალოგიურია ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის სიტუაცია. აშკარად ბიძინა ივანიშვილს ფსიქიური აშლილობა აქვს, დავუმატოთ ის, რომ პუტინის ხელის ბიჭია და აქვს სისხლიანი საშინაო დავალება – პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და რუსეთისთვის საქართველოს ჩაბარება. რატომ არის პირველი ოქრუაშვილი? რადგან ბოლო დღეებში ეწინააღმდეგებოდა მისი განცხადებები ივანიშვილს, მათ შორის “რუსთავი 2″-ის შესახებ. ეს შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის. მარტო ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მასზეა”, – აღნიშნა სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g