LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა 3–ჯერ გაიზარდა

169

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

პარალელურად იმატებს მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა.

 

როგორია გამარტივებული საქმისწარმოების სტატისტიკა?

2016 წლის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 238 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 1 043 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 17 865 საქმე.

ქეის მენეჯერების მიერ 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით წარმოებაში მიღებული 17 865 აპლიკაციიდან დასრულდა 11 458, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 165 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 1 667.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა მონაცემები შემდეგნაირია:

 

  • 2013 წელი – შემოსულია 4 855 აპლიკაცია;ს
  • 2014 წელი – 9 501 აპლიკაცია;
  • 2015 წელი – 13 168;
  • 2016 წელი – 17 865

 

სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმის წარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. 2016 წლის განმავლობაში მორიგებით დასრულებული საქმეების რაოდენობა მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით.

 

რა არის გამარტივებული საქმისწარმოება?

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა.

აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.

დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების  სამსახურის ქეისმენეჯერს.

magti 5g