LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამგზავრების წინ შაკირამ ჟერარ პიკეს დაურეკა“ – ახალი დეტალები

503
page

გასულ კვირას, შაკირამ შვილებთან ერთად ესპანეთი დატოვა და საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა მისი დიალოგი ჟერარ პიკესთან. როგორ ირკვევა, შაკირამ ფეხბურთელს მაიამიში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკა და ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამცნო.

„ძვირფასო მეგობრებო და ჟურნალისტებო“ – შაკირა ვრცელ მიმართვას ავრცელებს

მედიის ცნობით, შაკირას მამას კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მისი მამა ბარსელონას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ საჭირო დახმარება ვერ გაუწიეს, ამიტომაც შაკირამ მამის წაყვანა აშშ-ში გადაწყვიტა.

„აღნიშნულ სიახლეს პიკე ნეგატიურად შეხვდა, არადა შაკირას ეგონა, რომ ის მის მდგომარეობას გაგებით მოეკიდებოდა. სწორედ ეს გახდა შაკირას დაუყოვნებლივ გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, როდესაც პიკემ შაკირას ამერიკაში საცხოვრებლად გადსვლის ამბავი შეიტყო, ის წინააღმდეგი იყო. ამის გამო პიკემ მას სასამართლოში უჩივლკა. ბოლოს კი გაირკვა,  რომ ფეხბურთელი ამ მოცემულობას დასთანხმდა, თუმცა მან არტისტს თავისი პირობები წაუყენა.

ჟერარ პიკე შაკირასგან 400 ათას ევროსა და წელიწადში 5-ჯერ ბიზნესკლასის თვითმფრინავით ფრენას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები