LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოდით თქვენი წრიდან, ასე აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, თქვენც გატყუებენ“ – ნინო კასრაძე ხელისუფლებას

407
ნინო კასრაძე ხელისუფლებას

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და გასულ ღამეს, თბილისში მომხდარ თავდასხმებს, მსახიობი ნინო კასრაძე „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა.

ნინო კასრაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, „საკუთარი წრიდან გამოვიდნენ“. მსახიობი ასევე კოლეგებს მიმართავს, ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტონ:

„ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი – გამოდით თქვენი წრიდან, ყოველთვის ასე აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, გამოდით, გაიხედეთ, მოისმინეთ, თქვენც წრეში ხართ მოქცეული, თქვენც გატყუებენ. ამ ცემის შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს დიდი პროტესტი ექნება.

დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო და ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ეს შენი გადასაწყვეტია და არა ვიღაცის.

ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს აზრს არ იზიარებენ და საპირისპირო აზრი აქვთ, მინდა ვუთხრა, რომ უკიდურესად მძიმე სიტუაციაა.

გვახსოვს, სწორედ ციხეში ცემის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ მახსოვს გულანთებული, აღშფოთებული ადამიანები – წინა ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ადამიანების უმრავლესობა მაშინ ასეთი იყო და ამან შეცვალა არჩევნების ბედი. ეს რომ მაშინ მიუღებელი და აღმაშფოთებელი იყო, დღეს რატომ არის მისაღები, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ?“ – განაცხადა ნინო კასრაძემ.

„შევარცხვინე თქვენი ვაჟკაცობა, ვირთხებს ჰგავდით შეშინებულები, ნაყიდი, გაბოროტებულები და ძალიან მშიშრები“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა

❗ ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი, გამოდით საკუთარი წრიდან 👉 ნინო კასრაძე

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024

,,ბევრი მირტყამდა… ბეისბოლის ,,ბიტებივით” ჰქონდათ” – ზურა ჯაფარიძის ძმა აცხადებს, რომ სცემეს

როგორია დიმიტრი ჩიქოვანის მდგომარეობა – „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

პოპულარულები