LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება არაეფქტიანად მიმდინარეობს…ამიტომ მივმართეთ სტასბურგის სასამართლოს – 5 ივლისს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა არ უზრუნველყვეს პოლიციელების მობილიზება: საია-ს იურისტი

82
Untitled design

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციამ სარჩელი 16 ჟურნალისტთან დაკავშირებით კონვენციის 4 მუხლის დარღვევის დასადგენად გააგზავნა.

საია-ში ამბობენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საია-ს იურისტმა დათა ჯავახიშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, 5 ივლისის თემაზე საქართველოში მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის, კონვენციის 4 მუხლის დარღვევის დასადგენად მიემართათ.

დათა ჯავახიშვილის განმარტებით, „დღემდე არ არიან დაკავებული ორგანიზატორი პირები და შსს-ს მაღალი თანამდებობის პირებმა არ უზრუნველყვეს პოლიციელების მობილიზება“.

საია-ს იურისტის თქმით, 5 ივლისის საქმეზე 20-მდე მოძალადეა დაკავებული, თუმცა ეს გამოძიებას ეფექტიანად ვერ აქცევს.

„ამ კონკრეტული საკითხის გამოძიება საქართველოში არაეფექტიანად მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განცხადებით მიგვემართა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებისთვის, რასაც სტრასბურგის სასამართლო წარმოადგენს. ეფექტიანი გამოძიება იქნებოდა ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის საშუალება განმცხადებლებისთვის, თუმცა სამწუხაროდ დღემდე, არ არიან დაკავებული ორგანიზატორი პირები, დღემდე არ არის გამოძიების ფოკუსი იმ საკითზე, რომ კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გულგრილობას, იმ თვალსაზრისით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო თანამშრომლების მიერ არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული და შსს-ს თანამშრომლებში ვგულისხმობ, მაღალი თანამდებობის პირებს, ვისაც უნდა უზრუნველეყო პოლიციელთა მობილიზება. 

შესაძლებელია კონკრეტულ საქმეში სპეციალური სამსახურების ჩართულობა დადასტურდეს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ გამოძიება არაეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირები უშუალოდ მოძალადეები 20-მდე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც არ აქცევს ამ გამოძიებას ეფექტიანად, რადგან ბუნებრივია ორგანიზატორები ამ დანაშაულში გაცილებით დიდია, გაცილებით დიდ უსამართლობას შეიცავს და სახელმწიფოსგან სათანადო პასუხს საჭიროებს. 

სტრასბურგის სასამართლოში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, თუ სტრასბურგის სასამართლო დასაშვებად ცნობს საჩივარს, გადავა შემდგომ ეტაპზე და წარმატებით დასრულდება დავა, ასეთ შემთხვევაში დარღვევები დაუდგინდება თავად სახელმწიფოს, რადგან სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვალდებულია საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს. 

ახლა, რაში გამოიხატება სასამართლოს მიერ დადგენილი ზომა: ეს იქნება ინდივიდუალური ზომები კომპენსაციის სახით, თუ ზოგადი კანონმდებლობაში გასატარებელი საკითხი, ან კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემის სახით, ამას გვაჩვენებს ის თუ, როგორ დასრულდება კონკრეტულ საჩივარზე დავა და თუ ჩვენ ამას წარმატებით დავასრულებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ჩაატარებს ეფექტიან გამოძიებას იმ თვალსაზრისით, რომ აღსრულების ნაწილში როდესაც გადავა, უკვე მინისტრთა კომიტეტი გაუწევს ამ გადაწყვეტილებას აღსრულების ზედამხედველობას. აღსრულების ნაწილი მეორე ფაზაა და მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო დაიცავს ნაკისრ ვალდებულებას, მას შემდეგ თუ დადგინდება ასეთი დარღვევა.

მოლოდინებზე საუბარი რთულია, რადგან ეს არის საერთაშორისო სამართლის სფერო, არ არის ზუსტი მეცნიერება და საჭიროებს სათანადო მიდგომას“, – განაცხადა დათა ჯავახიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g