LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით: მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე პეტიციას ავრცელებს

106
Tamar bachaliashvili

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშილის ადვოკატი საზოგადოებას მიმართავს, პროკურატურას საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვოს.

„საქართველოს პროკურატურა აპირებს, ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაასრულოს, ისე, რომ ამ მუხლითაც კი არავინ გამოკვეთოს ბრალდებულად.

პეტიციაზე ხელმომწერები კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ გამოძიების ასეთი შედეგით დასრულების, პროტესტს ვაცხადებთ და მოვითხოვთ:

  •  პროკურატურამ საქმეზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დეტალურად გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დღემდე უპასუხოდ არსებობს საზოგადოებაში;
  • გამოძიების მხრიდან დაცული იყოს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება;
  • გამოძიება გაგრძელდეს მკვლელობის მუხლით;
  • გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობა მიიღო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში“,  – წერს  სოციალურ ქსელში ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g