LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიყენებს თუა რა მთავრობა საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხას “ხუდონჰესის” ასაშენებლად – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

160
ლევან დავითაშვილი1 (1)

“ჩვენ არ ვთვლით, რომ 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს. თუმცა, სახელმწიფოს ექნება წარმმართველი ძალა, სახელმწიფო იქნება მათ შორის ინვესტორი. ჩვენ ამისთვის რესურსების მობილიზებას შევძლებთ, ამაზე ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს მკაფიო ხედვა”, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2-ზე” ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

ვიცეპრემიერი თქმით, ეს პროექტი თავის თავში მომგებიანია და შესაბამისად, ის, რომ ქვეყანა სახელმწიფო რესურსებს გამოიყენებს, მიზანშეწონილია, რადგან  ეს იქნება ქართველი ხალხის თანხები, რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად, მოსახლეობა ეკონომიკურ სიკეთეს მიიღებს.

“ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ  მოახერხა ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის შემდეგ ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გვაძლევს იმის სივრცეს, რომ ვესაუბროთ ძალიან ღიად როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ისე ადგილობრივ ინვესტორებს.

სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია როგორც ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზება, ისე  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვა. ასევე საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ  გრძელვადიან პროექტებში უნდა იქნეს მიმართული. შეიძლება ეს იყოს ობლიგაციები, კაპიტალი, ამის სტრუქტურირებას რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახდენთ. ასევე  ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს პოტენციურ და პროფესიონალ ინვესტორებთან”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

magti 5g