საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკითხული მოსახლეობის 10%-ს რუსეთი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი ჰგონია, 35% კი ამერიკა. როგორც კვლევის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის მოსაზრებები უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში განსხვავებულია.
ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანს, ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში აკეთებენ.
NDI-ის კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის საფრთხეს ხმები ასე გადანაწილდა: რუსეთი – 63 %, თურქეთი – 6 %, ამერიკა – 5 %, საქართველო – 1 %, სომხეთი – 1 %, ირანი 1 %. კატეგორია „არ ვიცი“ – 15 %.
კვლევა საქართველოს მასშტაბით 7-28 აპრილის ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2500 მდე ადამიანი გამოიკითხა.