LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოკითხულთა 21%-ის თქმით, ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა, 31% კი ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს“ – კავკასიის ბარომეტრი

181
ქართული ოცნება

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – ორგანიზაცია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის „კავკასიის ბარომეტრი 2024“-ის მიხედვით, გამოკითხულთა 21% ქართულ ოცნებას ასახელებს. ამავე კვლევით, 31% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 21% პასუხზე უარს აცხადებს.

კავკასიის ბარომეტრი: გამოკითხულთა 69% საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს, ხოლო 24% მთავარ მეგობრად აშშ-ს მიიჩნევს

პოლიტიკური პარტიების რეიტინგი კავკასიის ბარომეტრი 2024-ის მიხედვით, შემდეგია:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო [ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე] – 21%
  • ახალი [ნიკა მელია, ნიკა გვარამია] – 3%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ლევან ხაბეიშვილი] – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება [ზურაბ ჯაფარიძე] – 1%
  • ლეიბორისტული პარტია [შალვა ნათელაშვილი] – 1%
  • ლელო საქართველოსთვის [მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი] – 1%
  • საქართველოსთვის [გიორგი გახარია] – 1%
  • ანა დოლიძე – ხალხისთვის [ანა დოლიძე] – 1%
  • გირჩი [იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი] – 1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი [გიორგი ვაშაძე] – 1%
  • კონსერვატიული პარტია [ზვიად ძიძიგური] – 1%
  • კონსერვატიული მოძრაობა „ალტ ინფო“ [კონსტანტინე მორგოშია, შოთა მარტინენკო] – 1%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები [ალეკო ელისაშვილი] – 1%
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის [გიგა ბოკერია, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი] – 1%
  • სხვა – 2%
  • ასეთი პარტია არ არსებობს – 31%
  • არ ვიცი – 8%
  • უარი პასუხზე – 22%

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა. ორგანიზაციის ცნობით, საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g