LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ – NDI

140
ფული (1)

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. პასუხები სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის მიხედვით არ განსხვავდება.

როგორც NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

 

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

ქალები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას – NDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g