LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელი: მოზარდების მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა

84

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს გამომძიებელი ირაკლი ფიფია პასუხობს. ფიფიას თქმით, გამოძიებამ ოპერატიული გზებით დაადგინა, რომ მომხდარი დაგეგმილი მკვლელობა არ იყო.

“როდესაც არასრულწლოვნები ხორავას #4-ში მიდიან, სადაც იწყება საუბარი, ყველაფერი შერიგებისკენ მიდის. ფაქტიურად ბავშვები, დაპირისპირებული მხარე არიან შერიგებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ორ არასრულწლოვანს შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა სასიკვდილო ჭრილობების მიყენება ორი პირისთვის. შესაბამისად, აქ დაგეგმილ მკვლელობაზე არ არის საუბარი. ეს იყო სპონტანური მკვლელობა”, – განაცხადა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც გამოძიებას საერთოდ არ დაუკითხავს. ამის მიზეზზე განმარტება მდინარაძემ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს ირაკლი ფიფიას სთხოვა.

გამომძიებელმა ფიფიამ  კი განმარტა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია და პატიმრობაში იმყოფება, კანონით გამოძიების ჩატარების დრო  შეზღუდულია.

შეგახსენებთ საგამოძიებო კომისიამ უკვე მოუსმინა ზვიად კუპრავას, რომელმაც კომისიას მისი და ზაზა სარალიძის მიერ ჩატარებული გამოძიებით მიღებული ინფორმაცია მიაწოდა. კუპრავამ  პროკურატურის ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის, თავისი შვილის გამოკითხვის დროს, “გამომძიებელს თავზე ადგა, როგორც მონიტორინგის სამსახური”. ამასთან, კუპრავამ განაცხადა, რომ გამოძიებაში ფიგურირებს “ქართული ოცნების” დეპუტატის შვილი, თუმცა ამ დეპუტატის ვინაობა მას არ დაუსახელებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g