LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომეტყველებაზე რომ შეხედოთ მიხვდებით, რომ ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანი, ვგულისხმობ კანის ფერს, მიმიკას, სიარულს – ნევროლოგი სააკაშვილზე

137
BeFunky-collage (13)

შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის განმეორებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების რეკომენდაცია გაიცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ განუცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ფასდება როგორც უკიდურესად რისკიანი და მძიმე.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა შეფასდეს, როგორც უკიდურესად რისკიანი და მძიმე. ეს არ ნიშნავს, რომ მიჯაჭვულია ლოგინზე, მაგრამ ძალიან უჭირს გარკვეული ფუნქციების შესრულება, რომელსაც ჩვენ ძალიან მარტივად ვაკეთებთ.

გამომეტყველებაზე რომ შეხედოთ მიხვდებით, რომ ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანი, ვგულისხმობ კანის ფერს, მიმიკას, სიარულს და ა.შ. შესაძლოა, განმეორებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაცია გაიცეს, დღეს კლინიკური სურათი შეცვლილია და საინტერესოა აისახა თუ არა ლაბორატორიულ კვლევებში”, – აღნიშნა ოთარ თოიძემ.

„ბიძინა არა თუ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს, მას ორი აგურის დაჭერა მოუწევს“ – აქცია „მიშას სიცოცხლისთვის“ ჯანდაცვის სამინისტროსთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g