LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორჩეული ბუღალტრული მომსახურება თქვენი კომპანიისთვის

466
ენთები

ენთები“ 9 წელზე მეტია ქმნის თანამედროვე და განსხვავებულ სამომხმარებლო გამოცდილებას ბუღალტრული მომსახურების სფეროში. 2024 წლის მარტში თიბისის მიერ ორგანიზებულ, საქართველოში ყველაზე მასშტაბურ, ბიზნესის დაჯილდოების ღონისძიებაში კომპანიამ გაიმარჯვა ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილებისთვის“.

ენთები“ ყოველთვიურად 600-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო და სხვა ფინანსურ მომსახურებას. კომპანიის ფასეულობების ცენტრში დგას მომხმარებელი და მისთვის კომფორტული, სანდო და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. სწორედ ამ ფასეულობის გარშემო „ენთები“-ს გუნდში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ბუღალტერი, საგადასახადო ექსპერტი და ფინანსების სპეციალისტი.

მომხმარებელთა კვლევებზე დაყრდნობით, „ენთები“-ს სერვისის შეფასებისას ყველაზე ხშირად ფიგურირებს სიტყვები:

  • „თანამედროვე“
  • „კომფორტული“
  • „სანდო“
  • „სწრაფი“
  • „ექსპერტი“

„ენთები“-ს დაარსების დღიდან კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ისეთი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, რომელიც არ ჩამოუვარდებოდა და ხშირ შემთხვევაში აჭარბებდა ევროპულ სტანდარტებს. კომპანიამ, სწორედ ამ მიზნით, უახლესი ტექნოლოგიები დანერგა და ბუღალტერიის პროცესების ავტომატიზაცია მოახდინა.

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია კმაყოფილი თანამშრომელი. „ენთები“ მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კმაყოფილებაზე და მომსახურების სტანდარტების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად მათ მუდმივ გადამზადებას ეწევა. კომპანიის სამოტივაციო პოლიტიკა მიბმულია სწორედ მომხმარებელი კომპანიების კმაყოფილებაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მოწმდება კვლევებისა და გამოკითხვების გზით.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ენთები“-ს ბუღალტრული მომსახურება ერთდროულად ხარისხიანიცაა და ხელმისაწვდომიც. სერვისის ფასები ოპტიმიზირებულია და მორგებულია მომხმარებელი კომპანიების ბიუჯეტზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები