LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამორიცხულია, რომ კალაძეს და მელია- ხოშტარიას ტანდემს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა – „მოქალაქეებს“ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ

56
elisashvili1

პარტია „მოქალაქეებს” თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლება.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია კახა კალაძეს და მელია- ხოშტარიას ტანდემს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენი საერთო და ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება. შესაბამისად, მეც არ ვიქნები მერობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან. ამის მიზეზი არის ის, რომ არ მინდა უპასუხისმგებლოდ მოვიქცე პირველ რიგში იმ პენსიონერების, ვეტერანების, ფერმერების წინაშე, ვისაც დავპირდი, რომ პარლამენტში რაღაცას გავაკეთებდი მათთვის სასარგებლოდ, დღე და ღამ ან მირეკავენ ან ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან, სად გაჩერდა პენსიების საკითხი, ვეტერანების დახმარების საკითხი და მე ახლა ეს საქმეები ბოლომდე ვერ მივიყვანე და გადავერთო თბილისის მერობაზე, ეს იქნება უპასუხისმგებლობა. ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე მელია- ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g