LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოვდივარ მოთხოვნით, ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების მაქსიმალური ხელფასი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი” – ნინო ჯანგირაშვილი

529
ჯანგირაშვილი-ნინო

ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი, ნინო ჯანგირაშვილი ინიციატივით გამოდის. ჯანგირაშვილი ითხოვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მათ მოადგილეებსა და პიარებს მაქსიმალური ხელფასი 1000 ლარი ჰქონდეთ.

“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.
P.შ. არ ვხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ჩვენმა ღლიცინმა მიგვიყვანა აქამდე,”-წერს ნინო ჯანგირაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g