LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვრიცხავ რაიმე ტიპის დაპირისპირებას – თამარ გაბუნია უარყოფს ინფორმაციას რომ მთავრობის სხდომაზე ხელების ბრახუნი იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის“

76
თამარ-გაბუნია

იყო თუ არა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება, – ეკატერინე ტიკარაძის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აბსოლუტურად გამორიცხავს.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მინისტრის გადადგომამდე მთავრობის სხდომაზე დაპირისპირება და „ხელების ბრახუნი“ იყო და ისმოდა ფრაზა „მონა არავინ არ არის”, გაბუნია ამბობს: „არ მახსენდება, უარვყოფ”.

“დღეს სამთავრობო სხდომას მე ვესწრებოდი. ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სხდომაზე გასატანი საკითხი არ ჰქონია, ამდენად, ჩემი დასწრება საკმარისი იყო და მინისტრის დასწრება აუცილებელი არ იყო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, გაბუნია ამბობს, რომ “მწვანე პასპორტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სამედიცინო სფეროში რამდენიმე ხანია არსებობს”.

„დაპირისპირება ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” კონცეფციას, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო მსჯელობა სამედიცინო წრეებშიც, საკოორდინაციო საბჭოზეც და მივიღეთ ეს ვერსია, რაც დღეს არის. ყველაფერი ექვემდებარება გადახედვას. ვფიქრობ, ექსპერტების მოსაზრებაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, შერჩეულია თუ არა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურა.

“ვფიქრობ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას, რათა მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”,- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები