LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა 5.4 მილიარდამდეა: Bloomberg

52
ვაქცინა

მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინის დოზების საერთო რაოდენობამ  5.35   მილიარდს გადააჭარბა- ინფორმაციას  Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში  მიმდინარეობს, დღეში  საშუალოდ 41.4 მილიონი ადამიანი იცრება.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 654 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 534 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 371 მილიონი.

საქართველოში ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში 40 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. საერთო ჯამში კი ვაქცინირებულთა რაოდენობა 1.2 მილიონს სცდება.