LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამტარუნარიანობა გაორმაგდა: ბათუმის აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს

84
122904160-3290017411095696-1346153698106243610-o

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ  თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტის საერთო საინვესტიციო თანხა 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა. შედეგად კი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა. ამიერიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2-დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონაც.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის გაფართოება მგზავრთნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2019 წელს 600 ათასს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g