LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია

133
tbilisi airport

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია. ინფორმაციას TAV Georgia აქვეყნებს.

Skytrax World Airport Awards 2023-ზე, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეათედ, ხოლო ბათუმის – მეორედ მოხვდა.

ინფორმაციის მიხედვით, მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, სოფიას და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები.

Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულშია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში თეა ზაქარაძე Skytrax-ის პრეზიდენტ ედუარდ პლაისტედს შეხვდა.

Skytrax-ი გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც, 1999 წლიდან, მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები