რეჟისორი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ოთო ქათამაძე, რომელსაც ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონო მდგომარეობაში კლინიკაში მკურნალობენ, დღეს, გამთენიისას, თურქეთის ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას „ფეისბუკის“ გვერდი „ოთიასთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მდგომარეობას თურქი ექიმები შეაფასებენ და მკურნალობის კონკრეტული გეგმა დაისახება.
„მოგესალმებით მეგობრებო,
ცოტა გრძელი დუმილი გამოგვივიდა, მაგრამ რთული იყო რაიმეს დაწერა, ისედაც ბევრი იწერებოდა, რომ ძალიან მძიმედაა საქმე, რომ ინფექცია მძვინვარებს და ჯერჯერობით არ იხევს უკან…
გამთენიას ოთია გადაიყვანეს ქალაქ სამსუნის ერთ-ერთ კლინიკაში, მის მდგომარეობაში სტამბული გამოირიცხა. იმგზავრა ნორმალურად, უკვე ადგილზეა, თურქი ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და დაისახება მკურნალობის კონკრეტული გეგმა. დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ როგორც კი გვეცოდინება, მოგახსენებთ.
არ ნებდება ჩვენი მეგობარი და არც ჩვენ დავნებდებით, მეგობრებო!!!
ძალიან ვჭირდებით ჩვენს ოთიას.
ანგარიშის ნომრები:
GE18TB7915445064300021
GE13BG0000000862494700
მიმღები: დედა, ქეთევან კუპრეიშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა გრძელი დუმილი გამოგვივიდა მაგრამ რთული იყო რაიმეს დაწერა, ისედაც ბევრი იწერებოდა რომ…
Posted by ოთიასთვის on ორშაბათი, 18 აგვისტო, 2025