“როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ 12 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს აღნიშნა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წევრებს, ძირითადად, “ფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინებით ცრიან, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დასრულებულია და შედეგებიც საკმაოდ ეფექტიანია:
“ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, სადაც ეს საკითხი განიხილება. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12-დან ზემოთ მოზარდებს.
ცრიან ძირითადად “ფაიზერით” და “მოდერნათი”, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.