LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების აცრის საკითხი აქტიურად განიხილება – გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი

75
ბავშვების ვაქცინაცია

„12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი,“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის მუშავდება შესაბამისი ორი ვერსია და ამის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და თავის მოსაზრებას იქ დააფიქსირებს.

ორი მიდგომაა – ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა – ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, თუ ვაქცინაცია ამ ტემპებით გაგრძელდა, წლის ბოლომდე 60 პროცენტის აცრა გაჭირდება.

„ამ ტემპებით თუ გავაგრძელებთ – დღეში 12 000 აცრილი, წლის ბოლო 60%-ის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ავედით დღეში 18-20 ათასამდე, შევასრულებთ, თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g