LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ „ბუსტერიზირებული“

609
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს ვისაც „ბუსტერ“ დოზა ექნება გაკეთებული. როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კვლევებით დადასტურებულია, რომ „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზას, „ომიკრონის“ მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდებს  „ბუსტერ“ დოზით აიცრან.

„მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი „ბუსტერ“ დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ „ბუსტერიზირებული“. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან “ბუსტერ” დოზით“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევა დადასტურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები