LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ქვეყანაში “ომიკრონი” დომინანტი გახდა, თუმცა ცირკულირებს სხვა შტამებიც

221
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში “ომიკრონის” შტამის ცირკულაცია იზრდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა გათვლებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% სწორედ “ომიკრონზე” მოდის. მისივე თქმით, ვირუსის ამ ვარიანტთან ერთად, ქვეყანაში სხვა შტამებიც ცირკულირებს:

“ქვეყანაში “ომიკრონის” ცირკულაცია იზრდება. დღეისათვის, ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1 400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, დღეს ჩვენს დღევანდელ რეპორტში აღვრიცხეთ, რომ ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის “ომიკრონზე”.

თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, რეგიონში კი 40-60%-ის ფარგლებშია.

დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე დომინანტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 396 შემთხვევა.

დღის კოვიდსტატისტიკა კი ასეთია: დაინფიცირდა 6 351 ადამიანი, გარდაიცვალა 27, გამოჯანმრთელდა 3 043 პაციენტი.

magti 5g