LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დავუჭირე, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება დაცული

75
პირბადე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დაუჭირა, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება დაცული. 

„ამ სამკვირიანმა შეზღუდვამ მობილობისა, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა. ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა, დღეში სულ მცირე 8-10 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა.

სწორედ იმან, რომ უფრო მეტი დისციპლინა დამყარდა ამ დიდ წვეულებებზე და მათ შორის, ტრანსპორტის მობილობის დაცემამ მოგვცა ეს შედეგი, რომ დღეს გვაქვს 2 500 და დიდი ალბათობით თანდათან კიდევ ქვემოთ წამოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ ტვ „რუსთავი 2“- თან საუბრისას.

მისივე თქმით, მან მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დაუჭირა, რომ ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად იქნება დაცული.

„რომ არ გადაიჭედოს მეტრო და ავტობუსები, ჯობია იყოს რიგი და ადამიანები გადაადგილდნენ დისტანციის დაცვით, გასაგებია – არა ერთი მეტრით, მაგრამ ყველას ეკეთოს პირბადე“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინიციატივა: პირბადის არქონის გამო ნუ დავაჯარიმებთ… დავურიგოთ

პოპულალურები