LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძის ინიციატივა: პირბადის არქონის გამო ნუ დავაჯარიმებთ… დავურიგოთ

84
გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, პირბადის ტარების გამო ჯარიმა არ იყოს და პირებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე იქნებიან, დავურიგოთ.

„ავტობუსებში ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს, არ უნდა გადაიჭედოს მეტრო, ჯობს იყოს რიგები, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ გაკეთებისკენ.

თუ ვინმეს პირბადე არ აქვს კი არ დავაჯარომოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო პირბადე და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ წესებს, რისკი ნაკლებია“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები