ნიკო კვარაცხელიას სკვერს მოქალაქე პაატა გოგელიამ ჯვრის ფორმის კიპარისი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ავრცელებს.
მისი თქმით, სექტემბრის თვეში უამრავი თბილი შეტყობინება მიიღო. იზა ომაძე ყველას გამხნევებისთვის მადლობას უხდის.
„ეს ის ისტორიაა, კეთილ ადამიანებზე რომ დგას ზოგადად სამყარო და მადლობა ღმერთს რომ ჩემმა ბიჭმა ყველა
კეთილი ადამიანის გულში შეაღწია. სრულიად უცხო ადამიანს, დიახ ადამიანს ( პაატა გოგელიას) გაუჩნდა სურვილი რომ ეს ულამაზესი და მრავალმხრივი ისტორიით დატვირთული ხე ნიკოს სკვერისთვის შეეწირა, იქ აღემართა ეს ჯვრის ფორმის კიპარისი!
ჯვართამაღლების დღესასწაულს უძღვის წინ ეს კეთილი საქმე???
ამით სძლო.
ეჭვადაც არ მაქვს რომ ასეც იქნება, ყოვლად პატიოსანი ჯვრის და უფლის შეწევნით???
ჯვართამაღლებას გილოცავთ მეგობრებო:
”ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება – მჭმუნვარებისა“.
ანდრია კრიტელი.
P.S. ძვირფასო მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანებო, ახალგაზრდებო, უამრავი წერილი, შეტყობინება და ლექსი მივიღე, სექტემბრის თვე ტკივილით მიილია.
მადლობას გიხდით ყველას უკლებლივ თანაგრძნობისთვის.
მეგობრებო, თქვენთან ერთად მინდა დავრწმუნდე რომ ბოროტება უსათუოდ მარცხდება სიკეთესთან, მინდა, რომ ქუჩაში შვილები აღარ დაგვიხვრიტონ და ჩვენს შვილებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ მომავალი, განა რას ვითხოვ, ან კი გასაკვირია დედისგან, რომელსაც უდანაშაულო შვილი დაუხვრიტეს ამის მოთხოვნა???
მეგობრებოოოოოო მხოლოდ თანადგომაააააა დამიდასტურეთ:
ლოცვასავით ამეკვიატა???
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები❗️
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი❗️
ტერენტი გრანელი
უფალი ყოფილიყოს თვითეული თქვენთაგანის და ჩვენი ქვეყნის მფარველი???
ჯვართამაღლებას გილოცავთ“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
ეს ის ისტორიაა, კეთილ ადამიანებზე რომ დგას ზოგადად სამყარო და მადლობა ღმერთს რომ ჩემმა ბიჭმა ყველა
კეთილი ადამიანის…Posted by Iza Omadze on Tuesday, September 26, 2023