„როიტერსი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის პოზიციებზე, ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, დარტყმები განახორციელეს.
მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად განადგურდა მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და ათობით ჯარისკაცი.
„დადასტურდა, რომ ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ზუსტმა დარტყმებმა გაანადგურა მტრის სამი საარტილერიო სისტემა, ისევე როგორც, საბრძოლო მასალის საწყობი და ათობით ჯარისკაცი“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.