ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება, ვითარება კრიტიკულია ასობით სოფელში, ხოლო ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია.
რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ ივლისში დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან მიიღო სარაკეტო სისტემები(HIMARS).
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხერსონის ოლქში დაბომბეს რუსეთის სამხედრო ძალების სარკინიგზო ეშელონი.
ოპერატიული სარდლობის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში განადგურებულია 52 რუსი სამხედრო, 4 ტანკი, 2 საარტილერიო დანადგარი და 8 ერთეული საავტომობილო და ჯავშანტექნიკა.