არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადაწყვიტეს, რომ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის 163 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“გალფ სთეითის” მთავარი ნავთობმწარმოებელი სახელმწიფო იმედოვნებს, რომ 2050 წლისთვის ეკონომიკურ საჭიროებებსა და ეკოლოგიურ აუცილებლობას შორის ბალანსს დაამყარებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს და სურვილი აქვთ, რომ ამის ხარჯზე წიაღისეული საწვავის გამოყენებას შეამცირებს.
ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე სათბური გაზის გამონაბოლქვი დასაშვებ ნორმას ბევრად აჭარბებს.
არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერ–მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდმა განაცხადა, რომ 2050 წლისთვის, ქვეყნისთვის საჭირო ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განახლებადი იქნება.
“გაზიდან 38%, წიაღისეული საწვავის 12% და ბირთვული ენერგიის 6% ვიმედოვნებთ, რომ განახლებადი იქნება
ის ვინც არ ფიქრობს ენერგიაზე, არ ფიქრობს მომავალზე. ჩვენ სახელმწიფოში უკვე შემუშავებულია ერთიანი ენერგეტიკული გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით”, – განაცხადა საემიეროების პრემიერმა.
განახლებადი ენერგიის მოხმარების მხრივ, დუბაი და აბუ–დაბი პრაქტიკულად, მოწინავე ქალაქებია:
- ივნისში, დუბაიმ დაანონსა მზის ელექტროსადგურის აშენება, რომელიც 2030 წელს უნდა დასრულდეს;
- 2014 წელს აბუ–დაბიში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ენერგიის გადამამუშავებელი სადგური.
- სამხრეთ კორეის კომპანიები ასევე, აშენებენ 4 ბირთვულ რეაქტორს აბუ–დაბის მახლობლად, რომელსაც 2020 წლისთვის 1.400 წარმოება შეეძლება.
ასევე, მაროკომ, ტუნისმა და იემენმა, ნოემბერში გამოაცხადეს, რომ 2050 წლისთვის მხოლოდ განახლებად ენერგიას გამოიყენებენ.
უწყობს თუ არა ფეხს განახლებადი ენერგიის მხრივ, საქართველო მსოფლიოს?
საქართველოს ამ ქვეყანასთან შედარება ცოტა რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ტენდენციებისთვის ფეხის აყოლას და განახლებად ენერგიაზე გადასხვას ჩვენ ქვეყანაშიც ცდილობენ.
სახელმწიფოს ხელშეწყობა ამ მხრივ დიდი არ არის, თუმცა, თითოეულ ჩვენგანს უკვე შეუძლია განახლებადი ენერგიით ისარგებლოს. ეს განსაკუთრებით კარგი შანსია დიდი კომპანიებისთვის.
იხილეთ ჩვენი სტატია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ისარგებლოთ განახლებადი ენერგიით საქართველოში.
თუმცა, გარკვეული ინვესტიცია ამ მხრივ საქართველომაც განახორციელა, ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი” დეკემბერში ამოქმედდა. ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში მდებარეობს.
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნკვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ს შეადგენს.
თამთა უთურგაშვილი