LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული ”შერატონის” გახსნა რამდენიმე თვით გადაიდო

180

განახლებული შერატონ მეტეხი პალასის” გახსნა რამდენიმე თვით გადაიდო. სასტუმრო 2016 წლის ბოლომდე უნდა გახსნილიყო, თუმცა სარეკონსტრუქციო სამუშაობი გახანგრძლივდა.

როგორცფორტუნასსასტუმროს მფლობელ კომპანიარაკიაშიგანუცხადეს,  რეაბილიტირებული  ”შერატონი” 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადური სამუშაოების  ბოლო ფაზა  და მალე ეს ვიზუალურადაც უკვე დაეტყობა სასტუმროს. ამასთან, შენობის შიგნით მიმდინარეობს ვენტილაციი და ელექტროგაყვანილობების მონტაჟი. ერთ თვეში კი უკვე ოთახების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება”, -განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ცნობით, რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერასა ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი.  ამასთან, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220  ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომერი მოეწყობა.

შეგახსენებთ, სასტუმროშერატონ მეტეხი პალასი”, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. მისი სრულად განახლებისთვის, ჯამში, 43 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები