LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“

239
გიორგი ამილახვარი

„2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა  განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე და პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკაზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

ამილახვარი: „განათლების სამინისტროს ახალი მიმართულება – ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება, მისი სახელწოდება კი იქნება: „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რაც ახალ სახელფასო პოლიტიკაში აუცილებლად აისახება.

„დღეს სწორედ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ინიციატივებზე მუშაობა, აქტიურად გრძელდება.

„გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები და მოდელები“ – რა ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში 

2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

ამილახვარი: „საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ - ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით“

„ჩვენ არავის თავზე არაფერს არ მოვახვევთ, არავის არაფერი გაუნულდება ან არავის დავავალდებულებთ, რომ ძველი მიატოვოს და ახალზე გადავიდეს.“

ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ამილახვარი: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასწავლებლის დღე არ იყოს მხოლოდ აღიარება და დაფასება, არამედ ამას მოვაყოლოთ კონკრეტული ნაბიჯები“

ამილახვრის თქმით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყოველწლიურად გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

მისი თქმით, 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.

ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩევს ყოველწლიურად ღვაწლმოსილ პედაგოგებს – განათლების მინისტრი განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g