LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრი: „ახალი არაა რა ზეწოლა ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს“

135
გიორგი ამილახვარი (2)

„ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე – დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრმა ასევე თქვა, რომ სკოლის დირექტორები სამეურვეო საბჭომ თავად აირჩია და დაამატა: „რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულიო“.

ამილახვრის თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ განათლების მინისტრი სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს, რადგან თვითონ ამ ყველაფერს აკეთებდნენ:

„ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო.

არ ვიცი ახლა, განათლების მინისტრი ჰგონიათ რომ სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს. რატომ ჰქონიათ? იმიტომ რომ თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ჰგონიათ, რომ ჩვენ ამ მეთოდებით ვმუშაობთ.

პირველი ივლისიდან საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება

„დაიწყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის გაძლიერება, რაც გულისხმობს სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭებას“.

სკოლის დირექტორებს რაც შეეხება – დღენიადაგ სულ ამით იყვნენ დაკავებული წინა კონკურსების დროს. 820 სკოლაში წარვადგინეთ დირექტორობის კანდიდატები, არც ერთი დისკრედიტაცია არ გამომიყენებია, ყველა სამეურვეო საბჭომ თვითონ აირჩია, ზოგადად, რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ა.შ.

ეს ახლა ის მეთოდები იყო და აღარ მიყვარს უკვე ამ წარსულზე ლაპარაკი, რომლისგანაც ჩვენი სისტემა 12 წელია უკვე გამოვიდა“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g