„განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ – ამ სახელწოდებით გამართულ კონფერენციაზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ქვეყანაში განათლების სექტორის მნიშვნელობასა და მისი დაფინანასების ზრდაზე ისაუბრა.
ბახტაძის თქმით, რეფორმები ამ სფეროში უკვე დაწყებულია, თუმცა ახლა მთავრობას ხარისხის მხრივ, ახალ ეტაპზე სურს გადასვლა.
პრემიერი ამბობს, რომ განათლების დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება და 2022 წლისთვის მაქსიმუმს შეადგენს – ბუჯეტიდან ამ სექტორის დაფინანსება ნებისმიერი მთავრობის ვალდებულება იქნება.
„განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით. საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ მომავალ მთავრობებს დაავალდებულებს, რომ სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიცირების წახალისებას. განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი და ის მიაღწევს 10-11 %-იან წილს,“ – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის პრიორიტეტი განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.
