ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობისა და აშშ-ში დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელებას აპირებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კერძო და არასამთავრობო სექტორში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
მისი თქმით, მინისტრობიდან მისი გათავისუფლება გუნდში ერთობლივმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.
“სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა ძალიან საზიანოა. წინა მინისტრის სისტემიდან, რომელიც გადმომაბარა, 80% შენარჩუნდა და ასე ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც,” – განაცხადა ჯეჯელავამ.