LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს შვილს წიგნებისგან სქოლიოზი დაემართა – განათლების მინისტრი

157

„მთავარი ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაა და  ეს საკითხი სკოლაში ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე მაღლა დგას,“  – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წიგნების წონიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის პრობლემა მის შვილსაც შეექმნა.

„ჩემს შვილებს ძალიან გაწიკწიკებული წიგნები მოუტანეს და ჩემს უმცროს შვილს სქოლიოზი დაემართა ამ გაწიკწიკებული წიგნების წონისგან. მე ვამბობ, რომ ჯანმრთელობა, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, განუზომლად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ტექნიკური საკითხი, რაც შეეხება დახეულ წიგნებს, ყველა სკოლას აქვს რეზერვი და შესაძლებელია ამის ჩანაცვლება,“ –  განაცხადა განათლების მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები